გამოფენა, თემატური აქტივობები და გასვლითი ღონისძიება - კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა შემოდგომა შთამბეჭდავად გააცილეს
11-12-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა - ნონა მარგველანმა, ელიზა ნემსაძემ, მანანა კოვზირიძემ, მოსწავლეთა მშობლების დიდი მხარდაჭერით და ჩართულობით, ოქროსფერი შემოდგომა გააცილეს და მთელი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

გაიმართა გამოფენა, თემატური აქტივობები და გასვლითი ღონისძიება სკოლის ეზოში, სადაც მშობლებმა თავი მოიწონეს შემოდგომის ნობათის პრეზენტაციით, გააკეთეს ჩურჩხელები. ბოლოს, ყველამ ერთად, სკოლის დარბაზში ბავშვების ნახატები დაათვალიერა. ნამუშევრების თემატიკა შემოდგომა იყო. აღსანიშნავია, რომ წელიწადის ოქროსფერ სეზონზე მოსწავლეებმა ისაუბრეს, დრო სასიამოვნოდ გაატრეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203