აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
24-11-2023
აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამჯერად,  სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების - ნატო ცობეხიასა და თეონა აკობიას ხელმძღვანელობით, შემოდგომა გააცილეს. ამასთან დაკავშირებით, ფერადი, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს.

„შემოდგომა წელიწადის ის დროა, როცა თავის ოქროსფერ ზღვაში ჩაგძირავს და ფერადი მელოდიებით აგაჟღერებს. სწორედ ასეთი ფერადი ლექსებითა და სიმღერებით მოესიყვარულნენ, მოეფერნენ და გააცილეს ხვავითა და ბარაქით აღსავსე ოქროსფერი შემოდგომა მოსწავლეებმა. ასეთი ლაღი და ბედნიერები ყოფილიყავით მუდამ, ჩვენო პატარებო. ძალიან გვიყვარხართ“,- წერენ მასწავლებლები - ნატო ცობეხია და თეონა აკობია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203