ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა შემოდგომის კუთხე მოაწყვეს 
01-11-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა თუ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა და ბავშვები პედაგოგებთან ერთად საინტერესო შემოქმედებით აქტივობებში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო გელაშვილის ხელძღვანელობით, საკლასო ოთახი საშემოდგომოდ მორთეს. 

ბავშვებმა შემოდგომის ნობათი მოაგროვეს და კლასში ლამაზი კუთხე მოაწყვეს. მეოთხეკლასელებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203