ჟურნალში აღარ განახლდება შეუფასებელი შემაჯამებელი, ნიშნების განაწილება და დასწრების მაჩვენებლი - EMIS მორიგ განცხადებას ავრცელებს
14-06-2023
განატლების მართვის საინფორმაციო სისტემაე ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით მასწავლებელბისთვის მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.

„ელექტრონულ ჟურნალში განსაკუთრებული მაღალი მომართვიანობის გამო, სისტემა მუშაობს დიდი დატვირთვით. მიუხედავად იმისა, რომ EMIS-ი მუდმივად გასცემს რეკომენდაციას პედაგოგებისთვის, ელექტორნული ჟურნალი აწარმოონ მთელი სემესტრის განმავლობაში, ინფორმაციის 60%-ის ასახვა ხდება სემესტრის დასრულებამდე ერთი კვირის ვადაში, ეს გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაიტვირთა სისტემა.

იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოხდეს დროულად, მთავარ გვერდზე აღარ განახლდება სტატისტიკა, კერძოდ: შეუფასებელი შემაჯამებელი, უახლოესი ღონისძებები, ნიშნების განაწილება და დასწრების მაჩვენებლი. აღნიშნულ გვერდზე ინფორმაცია ნაჩვენები იქნება 14 ივნისის მდგომარეობით“, - აღნიშნულია განცხადებაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203