ცნობილია, რომელ სკოლებში ჩატარდება ეროვნული გამოცდები - სია და მისამართები
11-05-2023
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ვგებულობთ. 282 896 ლარი გამოყო საგამოცდო ცენტრებში ვიდეოსათავლთვალო სისტემის აწყობისთვის.

როგორც სატენდერო დოკუმენტში ვკითხულობთ: „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად 25 საგამოცდო ცენტრში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოსათვალთვალო სისტემის აწყობა და საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა. საგამოცდო ცენტრებში სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმირება, ასევე საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორთან დაკავშირება“.

ეროვნულებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა, 45 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა - რა უნდა გაითვალისწინოთ

იხილეთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი და მისამართები:

  1. თბილისის 39-ე საჯარო სკოლა - თბილისი, გლდანის 1-ელი მ/რ
  2. თბილისის 103-ე საჯარო სკოლა - თბილისი,მესხეთის ქ.72
  3. თბილისის 117-ე საჯარო სკოლა - თბილისი, თრიალეთის ქ. 7
  4. თბილისის 133-ე საჯარო სკოლა - თბილისი, ვარდისუბნის ქ. 8
  5. თბილისის 175-ე საჯარო სკოლა (ა) - თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ
  6. თბილისის 175-ე საჯარო სკოლა (ბ) - თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ
  7. თბილისის 177-ე საჯარო სკოლა - თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ
  8. თბილისის 191-ე საჯარო სკოლა - თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. N30
  9. თბილისის 207-ე საჯარო სკოლა - თბილისი, ჩარგლის ქ. 34
  10. ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა - ქუთაისი, არაყიშვილის ქ. No15
  11. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა - ქუთაისი, ნიკეას N44
  12. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა - ქუთაისი, რუსთაველის ქ. 127
  13. ამბროლაურის 1-ლი საჯარო სკოლა - ამბროლაური, ვ. კობახიძის ქ. N2
  14. ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლა - ბათუმი, დ. თავდადებულის 47
  15. ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა - ივანე ჯავახიშვილის ქ. 66
  16. ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა - ბათუმი, ინასარიძის ქ.11
  17. ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა - ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. 9
  18. ფოთის მე-3 საჯარო სკოლა - ფოთი, ზამბახიძის ქ. 3
  19. ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლა - ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N192
  20. ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა - ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ. N10
  21. გორის მე-3 საჯარო სკოლა - გორი, დ.ამილახვარის ქ. 26
  22. თელავის მე-8 საჯარო სკოლა - თელავი, თამარის ქ. 69
  23. ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლა - ახალციხე, მიქუტიშვილის ქ.N2
  24. რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა - რუსთავი, მე-8 მ/რ
  25. ხულოს საგამოცდო ცენტრი - დ.ხულო, შავაძის ქ. 3

ცნობილია, რომელ საგანს რამდენი აბიტურიენტი აბარებს - 2023 წლის სტატისტიკა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203