რა შემთხვევაში იღებს მოსწავლე სიღრმისეულ ცოდნას და რა ევალებათ ამ მხრივ სკოლებს?
14-05-2023

სწავლება ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეს მიღებული ინფორმაციის ცხოვრებაში გამოყენება შეუძლია. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა პირდაპირ ავალდებულებს სკოლებს და მასწავლებლებს, უზრუნველყონ სიღრმისეული სწავლება.

უფრო კონკრეტულად რა მოიაზრება სიღრმისეულ სწავლებაში და რა ევალება ამ მხრივ სკოლებს? - ამ კითხვებზე პასუხი ესგ-შია.

სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სიღრმისეული სწავლება: სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდება, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტებში განხილვა, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენა და საერთო ასპექტების დამუშავება“, - განმარტებულია დოკუმენტში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სწავლების პროცესი ცოდნის სამივე კატეგორიას უნდა მოიცავდეს: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

დეკლარატიული ცოდნა გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების, კანონებისა და პრინციპების თეორიულ ცოდნას. ის პასუხობს შეკითხვას - რა ვიცი? პროცედურული ცოდნა ქმედებათა თანამიმდევრობის ცოდნას მოიაზრებს და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას პროცედურების დონეზე. ის პასუხობს შეკითხვას - როგორ გავაკეთო?/როგორ შევასრულო? პირობისეული ცოდნა კი გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას. ცოდნის ამ საფეხურზე მოსწავლეს შეუძლია საგნების, მოვლენების, სიტუაციების გააზრება და ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანა. პირობისეული ცოდნა პასუხობს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში? რატომ?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203