„ნუცას ბაგა-ბაღში“ სააღდგომო სამზადისია
11-04-2023
„ნუცას ბაგა-ბაღის“ პატარები აღდგომოს ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადებიან. 

ბაღის აღსაზრდელებმა ხორბალი უკვე დათესეს, ახლა კი მწვანე ჯეჯილს ელოდებიან. მოსწავლეები საინტერესო და სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და სააღდგომო დეკორაციები შექმნეს.

აღმზრდელ-პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ამაღლებული განწყობა და ემოციები აჩუქონ, ამიტომ სკოლამდელებს მათ ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

აღსანიშნავია, რომ „ნუცას ბაგა-ბაღში“ თითოეული ბავშვის ემოციურ, სოციალურ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამიტომ ბაღის ორივე ფილიალის პატარები ყოველდღიურად სახალისო, შემოქმედებით და განმავითარებელ აქტივობებში არიან ჩართულნი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203