თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10-04-2023
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. 

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, კახაბერ გვანცელაძემ, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა ბაღებს, თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, მის ადგილს კი გოგი ჩიქოვანი დაიკავებს.

„გოგი ჩიქოვანი აქამდე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. იგი უძვებოდა განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება. თავის მხრივ, ჩოქოვანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტია. რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ სფეროში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203