ელექტრონულ ბაზაში 2028 ბაღი დარეგისტრირდა - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი
06-04-2023
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საბავშვო ბაღების პირველადი ელექტრონული რეგისტრაცია 2023 წლის 31 მარტს დასრულდა - სულ დარეგისტრირდა 2028 დაწესებულება - 1705 საჯარო და 323 კერძო.

სააღდგომოდ დანამატს ბაღის ყველა თანამშრომელი მიიღებს
 
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის პირველი ეტაპი საბავშვო ბაღების აღრიცხვა და რეგისტრირება იყო. რეგისტრაცია 2022 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა მოქმედი დაწესებულებისთვის რეგისტრაცია იყო სავალდებულო.
 
რეგისტრაციის შედეგად ელექტრონულ ბაზაში აისახა დაწესებულებების მონაცემები: მათი სამართლებრივი ფორმის, საჯარო/კერძო სექტორის მიკუთვნებულობის, დასაქმებული თანამშრომლების სრული რაოდენობის და დაწესებულებებში რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია რეგიონულ და რაიონულ ჭრილში, კერძო და საჯარო სექტორის მიხედვით.
 
ბაზაში რეგისტრირებული დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან მიიღებენ მხარდამჭერ სერვისებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203