ბაღებში კადრების ნაკლებობა და ჯგუფების გადატვირთვის პრობლემაა - სახლხო დამცველი 
04-04-2023
სახალხო დამცველის 22 წლის ანგარშში ყურადღება სკოლამდელი ასაკის გართულებულ წვდომაზე, საბავშვო ბაღების ნაკლებობასა და გადატვირთულ ჯგუფებზეა გაკეთებული. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში 20-ით გაიზარდა და სულ ფუნქციონირებდა 1 668 ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულება, სადაც სულ 148 658 აღსაზრდელი ირიცხებოდა. მაგრამ გასული წლების მსგავსად, დაწესებულებების რაოდენობა, ვერ ფარავს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სრულ კონტინგენტს, შედეგად, საბავშვო ბაღები კვლავ გადატვირთულია. იკვეთება, როგორც ინფრასტრუქტურულ-ფიზიკური, ისე გეოგრაფიული მისაწვდომობის პრობლემებიც. კვლავ დგას ადამიანური რესურსების გაძლიერების საჭიროება.

ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების მიღებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ტერიტორიული მისაწვდომობა, ბილინგვური განათლების სიმცირე და შესაბამისი კადრების ნაკლებობა განსაკუთრებით საყურადღებოა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის. ამაზე მიანიშნებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების ნაწილში ბაღების არარსებობა. მაგალითისათვის: ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ არცერთ თემში, გარდა დაბა თამარისისა, არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების დაწესებულებები, მხოლოდ 10 დასახლებაშია, დანარჩენ 21 დასახლებაში კი გართულებულია წვდომა სკოლამდელ განათლებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობა, სადაც ასევე არ მიუწვდებათ ხელი სკოლამდელ განათლებაზე.

გასათვალისწინებელია, რომ ამ პრობლემების გადაჭრა, გარკვეულწილად „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილმა ცვლილებამაც გადაავადა, რომლის თანახმად, ბაღების ავტორიზაციის პერიოდმა 2030
წლამდე გადაიწია, თუმცა წინარე პერიოდისთვის გარდამავალი ღონისძიებები განისაზღვრა. ამ საკითხთან დაკავშირებით, მისასალმებელია, საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს 330 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 555 უკვე არსებული ბაღის რეაბილიტაციას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203