2023 წლის წინასაახალწლო განწყობა სკოლებში - დირექტორები სურვილებსა და მოლოდინზე საუბრობენ
15-12-2022

ახალ წელს, ყველა, დიდი თუ პატარა სიხარულით ელის. სკოლებში არსებული საახალწლო ეიფორია და ჟრიამული,  არა მხოლოდ მოსწავლეებს უქმნის დიდებულ განწყობას, არამედ მასწავლებლებსაც  და დირექტორებსაც უმაღლებს მოტივაციას. სკოლის თითოეული წარმომადგენელი  ერთიანდება იმისთვის, რომ ახალ წელს დიდებულად და საინტერესოდ  შეეგებოს და ბრწყინვალე დღესასწაული მოაწყოს. სწორედ ამ დეტალების გასარკვევად, Etaloni.ge-მ საჯარო სკოლის დირექტორებს მიმართა კითხვებით: იგეგმება თუ არა ღონისძიებები, არიან თუ არა ჩართულნი საახალწლო სამზადისში და რას უსურვებენ სკოლასა და მოსწავლეებს ახალი 2023 წლისთვის.

მედეა რატიანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სადმელის საჯარო სკოლის დირექტორი:

ხალი წლისთვის ჩვენი სკოლა ერთობლივ ღონისძიებას გეგმავს, რომელშიც თითოეული მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. იგეგმება ნაძვის ხის ზეიმი, რომელსაც მუსიკალურად გავაფრომებთ.  გვსურს მრავალფეროვანი აქტივობით დაიტვირთოს ღონისძიება, ამიტომ წარმოვადგენთ ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებს. 2023 წლისთვის კი მინდა, რომ მოსწავლეებს პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო და რაც მთავარია მშვიდობა. 

ვარდო უგლავა, ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში საახალწლო სამზადისია. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი ჯგუფების ლამაზად მორთვაში. კლასებს შორის გამოწვევაა: ვის უფრო ლამაზად ექნება მოწყობილი ჯგუფი. სკოლის თვითმმართველობის ხელმძღვანელობით, იგეგმება კარნავალიც, ხოლო 2023 წლის სურვილებს, რაც შეეხება - მსურს, რომ ჩვენს სკოლაში დაიწყონ სარემონტო სამუშაობები... ჩვენს მოსწავლეებს კი ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ წელს.

ლალი ყაჭეიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი:


წინასაახალწლო სამზადისი უკვე დავიწყეთ... 20 დეკემბერს იგეგმება მუსიკალური საღამო, 27 დეკემბერს დაწყებითი საფეხურის  მოსწავლეებისთვის წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართება, სადაც მრავალფეროვანი აქტივობები იქნება წარმოდგენილი. ჩვენს მოსწავლეებს კი დამდეგ 2023 წელს ვულოცავ. პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას, შემდგომ კი წარმატებულ და ბენდიერ სასწავლო წელს.

სუსანა შოშიაშვილი, თბილისის  N96 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა ავარიული აღმოჩნდა, ამიტომ წელს მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას ვერ ვახერხებთ. მოსწავლეები გადანაწილებულნი არიან თბილისის N90  და N92 საჯარო სკოლებში. რა თქმა უნდა, საახალწლო ღონისძიების ჩატარებას ვგეგმავთ, თუმცა დეტალები ჯერ ჩვენთვისაც არაა გარკვეული. პატარებთან ზეიმი აუცილებლად იქნება, დიდებთან კი  ვერ გადავწყვიტეთ, რა მოვიმოქმედოთ. 2023 წლისთვის ვისურვებდი, რომ მალე დავუბრუნდეთ ჩვენი სკოლის შენობას. მოწავლეებს კი ვუსურვებ, ჯანმრთელობას და წარმატებულ წელს .

ფაიაზ ველიევი,  მარნეულის მუნიციპალიტეტის, ილმაზლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი წლის შესახვედრად ვემზადებით. იგეგმება ღონისძიებები, ასევე, აქტიურად ვმუშაობთ სკოლაში, სახელწმიფო ენის პოპულარიზაციისთვის, რომელშიც მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი. 2023 წლისთვის კი მოსწავლეებს საინტერესო და წარმატებულ წელს ვუსურვებ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203