დაუვიწყარი 15 სექტემბერი ლეცავეს საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის
23-09-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის კარი პირველკლასელებმა დიდი სიხარულით შეაღეს. 

სკოლაში პატარებს საზეიმოდ მორთული და სამაგალითოდ მოწესრიგებული საგანმანათლებლო გარემო დახვდათ. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს, გულთბილი დახვედრა მოუწყეს და სწავლის პირველი დღე დღესასწაულად უქციეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ მათთვის განკუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. 

დირექცია და პედაგოგები პირველკლასელებს სწავლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

„წარმატებით დაგეპყროთ ცოდნის მწვერვალები“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხელეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203