2022 წლის აბიტურიენტთა ცნობარი გამოქვეყნდა
28-02-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის აბიტურიენტთა ცნობარი გამოაქვეყნა. 

„ცნობარი აბიტურიენტებისათვის“


ცნობარში მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.
 
ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები,  კომპეტენციის  ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ვებგვერდზე განთავსებული  ცნობარი წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. ცნობარს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება აქვს და დაუშვებელია მისი გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203