თუ „თიმსის“ პაროლი დაგავიწყდათ ან ტელეფონის ნომერი შეცვალეთ - პაროლის აღდგენის ინსტრუქცია
27-02-2022

მოსწავლეები და მასწავლებლები „თიმსის“ პაროლის აღდგენას ელექტრონული ფოსტის საშუალებით ვეღარ შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება რამდენიმე თვის წინ მოხდა, ინფორმაციას ბევრი არ ფლობს, რომ ნაცვლად reset@emis.ge-სა პაროლის აღსადგენად ვებგვერდზე paroli.ge უნდა შევიდნენ.

სად და როგორ უნდა შეცვალოთ პაროლი? როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე თუ ტელეფონის ნომერი, რომელიც „თიმსში“ ჰქონდა მითითებული, აღარ აქვს და პაროლის აღდგენას ამ მიზეზით ვერ ახერხებს?

ტელეფონის ნომრის შეცვლისას მოსწავლემ სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს, რომ მშობლის ძველი ნომერი ახლით ჩასწორდეს, ამის შემდეგ კი „თიმსის“ პაროლის აღდგენას შეუფერხებლად შეძლებს.

პაროლის აღდგენა შესაძლებელია paroli.ge-დან. ასევე პაროლის აღსადგენად შეგიძლიათ შეხვიდეთ შემდეგ ბმულზე: https://email.mes.gov.ge, შემდეგ „მომხმარებლის დროებითი პაროლის მოთხოვნა“ და შეიყვანოთ თქვენი პირადი ნომერი. შემდეგ მონიშნეთ თქვენს მითითებულ ნომერთან ბულეტი, დააჭირეთ გაგზავნას და შეიყვანეთ მობილურზე მოსული სმს კოდი. ამის შემდეგ გამოგიჩნდებათ თქვენი ელ.ფოსტა და დროებითი პაროლი. შედით https://email.mes.gov.ge, შემდეგ „Microsoft Teams-ში შესვლა“ შეიყვანეთ დროებითი პაროლი, შემდეგ გამოსულ ფანჯარაში პირველ ველში შეგყავთ კვლავ დროებითი პაროლი, შემდეგ ორში - ახალი, თქვენ მიერ მოფიქრებული პაროლი. ახალი პაროლი უნდა შეიცავდეს აუცილებლად დიდ, პატარა ასოებს და რომელიმე ციფრს, მინიმუმ 8 სიმბოლო.

დავიწყებული პაროლის აღდგენის ვიდეოინსტრუქცია იცილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203