კონკურსის „შემოდგომის კუთხე ჩემს სკოლაში'' რჩეული „ეტალონმა“ დააჯილდოვა
03-01-2018
„ეტალონის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, კონკურსის „შემოდგომის კუთხე ჩემს სკოლაში'' რჩეული სკოლები გამოავლინა. 

მათ შორის მოხვდა თივის საჯარო სკოლა. 

სკოლას „ეტალონისგან“ სპეციალური დიპლომი საზეიმო ვითარებაში გადაეცა. 

ვულოცავთ თივის საჯარო სკოლას და ვუსურვებთ ყოველთვის ასეთი გამორჩეული ყოფილიყოს!

შეგახსენებთ, რომ კონკურსი „შემოგდომის კუთხე ჩემს სკოლაში“ 24 ოქტომბერს დაიწყო, მასში ათეულობით სკოლა ჩაერთო. გამარჯვებული ფეისბუქზე მოწონების მიხედვით 30 ნოემბერს გამოვლინდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ ფოტო-მასალა ელ-ფოსტაზე: Etaloniganatleba@etaloni.ge გადმოეგზავნათ. საკონკურსო ფოტოს გამოგზავნის შესაძლებლობა ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს და ნებისმიერ მსურველს. 


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203