„სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს, ბავშვები კლასებში უნდა დაბრუნდნენ“ - პრემიერი
24-09-2020
სასწავლო პროცესის განახლებაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, კლასებში აუცილებელია ბავშვების დაბრუნება. 

„დღეს შეიკრიბება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოც, სადაც განვიხილავთ თუ როგორ ვაპირებთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში, რამეთუ რისკების გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს. მათ შორის ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203