სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაიწყება - საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
29-02-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საბავშვო ბაღებშიც.

დავალებები უკვე მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები გაძლიერდება  - სკოლებში სწავლა შეწყდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203