ეშტიის N1 სკოლის დირექტორის ინიციატივით სკოლაში წიგნის კუთხე გაიხსნა
24-02-2017

ეშტიის N1 სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვისა და  ჩუქების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ღონისძიება რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა და მასში სკოლის საბაზო და საშუალო დონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თავიდან მონაწილეებმა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სამოქალაქო განათლების ''პირველი ნაბიჯების" წევრებმა წიგნის შესახებ ბუკლეტები შეადგინეს და საზოგადოებას დაურიგეს. 

ღონისძიების შემდეგი ნაწილი სკოლის ''მოძრავი ბიბლიოთეკა'' იყო. კლუბის წევრებმა მათ მიერ წაკითხულ ნაწარმოებებზე პრეზენტაციები წარადგინეს. ნაწარმოებები ქართული ლიტერატურიდან იყო არჩეული. აღსანიშნავია მეთორმეტე კლასის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეორგოლი ''წიგნი და ჩვენი სკოლის მოსწავლეები'', სადაც ნაჩვენები იყო თუ რა დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს მხატვრული წიგნის მიმართ. მოსწავლეებმა ერთმანეთს ბუკლეტები დაურიგეს.

ეშტიის N1 სკოლის დირექტორმა ბერნიკ ჰოვსეფიანმა სკოლაში კითხვის კუთხე გახსნა. როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ძალიან სასიხარულოა მათთვის ეს ფაქტი, რადგან შეეძლებათ, ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას გაეცნონ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203