გეზათის სკოლაში ''ჟანგბადი გაასამართლეს''
23-02-2017

გეზათის სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის უფროსი მასწავლებლის, ირმა ჭანტურიას ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი „ჟანგბადის დღე“. 

პროექტის იდეა ეკუთვნოდა მე-9 კლასის მოსწავლეებს, (დამრიგებელი ლოლა ქურასბედიანი) რომლებმაც გადაწყვიტეს აღენიშნათ რომელიმე ქიმიური ელემენტის დღე სკოლაში. 

მოსწავლეებმა ელემენტი ''ჟანგბადი'' შეარჩიეს. 

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები მე-8 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ელიკო შუბლაძე) და მშობლები.

მე-8 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს აფიშა და საინფორმაციო ბუკლეტები „16 თებერვალი ჟანგბადის დღეა“, მე-9 კლასის მოსწავლეებმა კი საინფორმაციო სტენდი გააკეთეს და დაამუშავეს რეფერატები ჟანგბადის შესახებ.

ღონისძიების დღეს მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთეს დარბაზი, სადაც გამოფენილი იყო სხვადსხვა ნივთიერების მოლეკულათა მოდელები ფერადი ბუშტებითა და ფერადი ფურცლებით დამზადებული ქიმიური სიმბოლოები.

მოსწავლეებმა გააკეთეს  საინფორმაციო ბუკლეტების, საინფორმაციო სტენდისა და რეფერატის პრეზენტაცია. 

დასასრულს წარმოადგინეს მინი - სპექტაკლი „ჟანგბადის გასამართლება“. 

სასამართლო პროცესზე (მოსამართლე-ვასილ ჯიბლაძე) ადამიანების მიერ (თემურ გოგავა, მარიამ ქუქჩიშვილი, დავით საფარიშვილი, შალვა შუბლაძე) წამოყენებულ ბრალდებებს ეპაექრებოდნენ ქიმიური ელემენტები(აზოტი-ანი ფირცხალავა, ნახშირბადი-ლია ფირცხელავა, რკინა-მარიამ გაბუნია). ჟანგბადის (გიგა გაბუნია) ადვოკატი (ქეთევან გაბუნია) არგუმენტირებულად იცავდა ბრალდებულს. შთამბეჭდავი იყო ბრალდებული „ჟანგბადის“ საბოლოო სიტყვა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე.          

მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების კათედრის თავმჯდომარე, უფროსი მასწავლებელი იზაბელა გაბუნია აღნიშნავს, რომ ჟანგბადის გამართლება ფეიერვერკებით აღინიშნა, მას სიურპრიზად დაბადების, დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მიართვეს მშობლების მიერ დამზადებული ტორტი, რასაც მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა დარბაზი:

"განხორციელებულმა პროექტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა მშობლების, მოსწავლეებისა და დირექციის მიერ. პროექტი დადებითად შეფასდა მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების კათედრის სხდომაზე."

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203