ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად ინოვაციური გაკვეთილი ჩაატარეს
22-02-2017
ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ფატმან კლდიაშვილთან, ერთად ჩაატარეს ინოვაციური გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში თემაზე: ''ჩვენი სპექტაკლი-მხიარული ფერმა.''

გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.  

საკლასო ოთახი გაფორმებული და მომზადებული იყო სპექტაკლის ჩასატარებლად. შექმნილი ჰქონდათ აფიშა. გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები საუბრობდნენ სპექტაკლის შექმნის თავისებურებაზე.  

როგორც დამრიგებელი ფატმან კლდიაშვილი აღნიშნავს, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თოჯინების თეატრი: სცენაზე გააცოცხლეს კრუხი და წიწილები, მაღვიძარა-მამალი, ღორი-გოჭებით, მათი ერთგული დამცველი ძაღლი:

"სიმღერასა და ცეკვა-თამაშში გართულებს მოულოდნელად შემოეპარათ გაიძვერა მელია, რომელსაც ქათმების და წიწილების ჩასანსვლა სურდა. ხოლო მსუნაგ მგელს ჩიჩია უნდოდა და გოჭუნებს შეუტია. „მხიარული ფერმის“ მეგობრებმა აჩვენეს, რომ ძალა ერთობაშია, მათ ერთიანი ძალებით შეუტიეს ფერმაში შეპარულ მელაკუდასა და მგელს და განდევნეს ისინი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი მონაწილეები ემოციებს ვერ მალავდნენ საკუთარ და მეგობრების მიერ განსახიერებულ პერსონაჟებზე საუბრისას, ხოტბას ასხამდნენ ერთგულ მეგობრებს. მათ არც თანატოლებისა და საკუთარი თავის შეფასება დავიწყებიათ-შეაფასეს თავიანთი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში." 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203