ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
03-01-2019

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსი მოირგო კლასის დამრიგებელმა თინათინ სვანიძემაც.

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა წარმოადგინეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს. 

„მოსწავლეებმა ბევრი ლამაზი სიმღერა, ლექსი და სიტყვა აჩუქეს სტუმრებს. ალბათ, მასწავლებლებისთვის ამაზე დიდი სიყვარულის და სითბოს გამოხატულება არ არსებობს! გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მათგანს! ასევე მადლობას ვუხდით სკოლასთან არსებული მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელს გია ტაბიძეს, რომელიც ყოველთვის გვერდით გვიდგას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203