დოლოგნის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგმა ეკატერინე შოთაძემ პრაქტიკული კვლევა განახორციელა
03-01-2019
ქედის მუნიციპალიტეტის, დოლოგნის საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა ეკატერინე შოთაძემ 2017-2018 სასწვლო წელს პრაქტიკული კვლევა განახორციელა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნაშრომი უცხო ენის სწავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას - „ზეპირმეტყველებას“ მიეძღვნა. ზეპირმეტყველების უნარი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის სწავლების პროცესში.

მასწავლებელმა სამიზნე ჯგუფად მე-8 კლასი აირჩია.

„იმის საკვლევად თუ რატომ უჭირთ მოსწავლეებს ზეპირმეტყველება, რა მეთოდები და სტრატეგიები უნდა გამოიყენოს პრობლემის აღმოსაფხვრელად პედაგოგმა იმუშავა, საინტერესო ინტერვენციები განახორციელა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რაც დაეხმარა საბაზო კლასის მოსწავლეებს ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების უკეთ დაუფლებაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პედაგოგმა შედეგები კოლეგებს გაუზიარა და მათგან დადებითი უკუკავშირი მიიღო.
 
მასწავლებლის წარდგენილი პედაგოგიური კვლევა დოლოგნის საჯარო სკოლის შეფასების ჯგუფმა დადებითად შეაფასა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203