ასპინძის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
03-01-2019
ასპინძის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ უჩვეულო ხალხმრავლობა და ხმაური შეინიშნებოდა. 

სკოლის სააქტო დარბაზში შემოდგომის სეზონის ფინალური შეჯიბრება ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ (ავტორი და წამყვანი მაია სუარიძე) გაიმართა.

მასში სკოლის უფროსკლასელთა რამდენიმე გუნდი მონაწილეობდა.

თამაშის მიმდინარეობისას ჩართული იყო მუსიკალური პაუზები გულშემატკივართა მონაწილეობით.

შეჯიბრში გაიმარჯვა XII კლასმა (დამრიგებელი გიორგი ნათენაძე) და მათ გადაეცათ ბროლის ბუ.

როგორც სკოლის დირექტორმა კლარა ზედგინიძემ აღნიშნა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ხორციელდება სკოლაში და ემსახურება მოსწავლეების ინტელექტიალურ განვითარებას.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203