ჩხორიის საჯარო სკოლაში საახალწლო საქველმოქმედო აქცია გაიმართა
03-01-2019
ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით (ხელმძღვანელი: მაია არახამია) საშობაო-საახალწლო საქველმოქმედო აქცია განხორციელდა. 

აქციის დევიზი „სიკეთე გადამდებია, ერთურთს ჩავჭიდოთ ყველამ ხელები“ იყო. 

აქციაში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

შეგროვილი სურსათ-სანოვაგე და ტანსაცმელი გადაეცათ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს.

„სია მოგვაწოდა სოფლის გამგებელმა, ბესო ფიფიამ, რომელიც თვითონაც მონაწილეობდა აქციაში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203