სავანეთის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
03-01-2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარსდგნენ და ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.

ღონისძიება თოვლის ბაბუას და ყინულის დედოფალს მიჰყავდათ.

საახალწლო კარნავალს სასკოლო საზოგადოება, თემის წევრები და მშობლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203