ხეოთის საჯარო სკოლა ახალი წლისთვის განსაკუთრებულად მოემზადა
03-01-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისი დიდი ხნით ადრე დაიწყო. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივი ძალისხმევით მორთეს სკოლა, დაამზადეს საახალწლო მოსართავები და სუვენირები, დადგეს ნაძვის ხე. 

მოირთო თითოეული კლასი და ფანჯარა, სკოლის დერეფანი და შემოსასვლელი. 

მორთვის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203