გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს
03-01-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ვისდომის“ ინტელექტუალური კონკურსის ფინალურ ტურში მათემატიკასა და ისტორიაში წარმატებით იასპარეზეს.

მათემატიკის ტურში მთავარი საპრიზო ადგილის ერთ-ერთი მფლობელი IV კლასის მოსწავლე თამარ გოგოლაძე გახდა, რომელმაც მოიპოვა სეზონის წარმატებული მოსწავლის წოდება. მეორე საპრიზო ადგილი კი IV კლასის მოსწავლემ ირაკლი გოგოლაძემ დაიკავა.

ისტორიის ტურის შედეგები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ასე გამოიყურება - პირველი საპრიზო ადგილი-ლიზი სიხარულიძე VI კლასი, პირველი საპრიზო ადგილი თეკლე გოგოლაძე VIII კლასი, საბა ხაბეიშვილიდა თეო გოგოლაძე მესამე საპრიზო ადგილი - IX კლასი.

სკოლას ასევე მიენიჭა სეზონის წარმატებული სკოლის წოდება.

სკოლა კონკურსის ორგანიზატორებს, მონაწილე მოსწავლეებს, საპრიზო ადგილის მფლობელებსა და საგნის ყველა პედაგოგს - ნინო გიორგაძეს, ნონა სიხარულიძეს და შორენა ჟღენტს მადლობას უხდის და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203