ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლებს და მასწავლებლებს ახალი წელი მიულოცეს
03-01-2019
ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი 2019 წელი მშობლებს, პედაგოგებსა და თანატოლებს მიულოცეს. 

ღონისძიებაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა სიმღერა, ლექსები, ცეკვა და სკეტჩები.

სკოლის დირექტორმა, დონარ აბულაძემ მოსწავლეები საახალწლო საჩუქრებით დააჯილდოვა. 

მან ბედნიერი ახალი წელი და წარმატებები უსურვა, როგორც მოსწავლეებს, ასევე დამსწრე საზოგადოებას. 

დასასრულს, დირექტორმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს, ზაირა ქედელიძეს და ღონისძიების მონაწილე ყველა მოსწავლეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203