ვალის N4 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა
03-01-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N4 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა წარმოადგინეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ღონისძიებაზე მოსწავლეები თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა.

„პატარებმა ნაძვის ხესთან იმღერეს და იცეკვეს, რისთვისაც თოვლის ბაბუასგან საჩუქრები დაიმსახურეს. სკოლამ არც უფროსკლასელები დატოვა საჩუქრის გარეშე. ზეიმის ბოლოს მოსწავლეთა თვითმართველობის ინიციატივითა და დირექციის ხელშეწყობით, სასკოლო ლატარეა გათამაშდა. გათამაშებაში მთელი სასკოლო საზოგადოება იყო ჩართული. ზეიმი მხიარულად დასრულდა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203