თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
31-12-2018
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარსდგნენ, თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და სკეტჩები გაითამაშეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო სანახაობით ნამდვილი საზეიმო განწყობა შექმნეს, შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203