დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
31-12-2018

უცხო ენების სერტიფიცირებული მასწავლებლის იზოლდა დანელიას ინიციატივით სამოდელო, კერძოდ, სემიოტიკური უნარების განვითარებაზე მიმართული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ძირითადად არავერბალური საშუალებებით (სქემა, ნახატი, მელოდია) მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარის განვითარება.

გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო ელექტრონული და ბეჭდური რესურსები, სასწავლო სტრატეგია, ანიმაციური ფილმის ნაწყვეტი, როლური თამაში და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.

შეფასების ჯგუფის მიერ შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გაკვეთილი უმაღლესი - 32 ქულით შეფასდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203