ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო კარნავალი გამართეს
31-12-2018
ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგორის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი ჩატარდა. 

კარნავალში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ამავე სკოლის მასწავლებლები ინგა ნარიმანიძე და ანიკო წყარუაშვილი, სკოლის ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. 

ღონისძიებაში სკოლის პედკოლექტივი, მოსწავლეთა მშობლები და სოფლის მოსახლეობის ნაწილი მონაწილეობდნენ.  

აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„მშობლებიც და მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ, რისთვისაც მათ სკოლის დირექციასა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203