თბილისის N54 საჯარო სკოლაში პროექტის - „ხელოვნების ჯადოსნური ფერები“ შემაჯამებელი ჩვენება გაიმართა
31-12-2018

თბილისის N54 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო პროექტის - „ხელოვნების ჯადოსნური ფერები“ შემაჯამებელი ჩვენება გაიმართა. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნამუშევრები გამოფინეს და დამსწრე საზოგადოებას საშობაო სპექტაკლი წარუდგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საშობაო ზღაპარი სკოლამ პარტნიორებთან - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, თურქული კულტურის ცენტრი - „იუნუს ემრე“, მხატვარ-დიზაინერი ნანა მელქაძე და მოქანდაკე მალხაზ ბერძენიშვილი - ერთად შექმნა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გამოაქნდაკებას, წყალზე ხატვას - „ებრუს“ და ლითონის ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის ხელოვნებას დაეუფლნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203