რუსთავის N9 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი კონკურსი „სკოლის გამორჩეული“ დასრულდა
31-12-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლაში ჩატარდა შემოქმედებითი კონკურსის „სკოლის გამორჩეული“ ფინალი. 

სკოლაში ოთხი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა შესარჩევი ტურები, რომლის შედეგადაც საბოლოოდ გამოვლინდა 5 ფინალისტი. 

კონკურსში მოსწავლეებმა სხვადასხვა ჟანრის ნომერი წარმოადგინეს, კერძოდ: მხატვრული ტანვარჯიში, სკეტჩი, მხატვრული კითხვა, საესტრადო და ხალხური სიმღერა.

კონკურსში გულშემატკივრებიც აქტიურად იყვნენ ჩართული და საკუთარი ნომრებით ეხმარებოდნენ კონკურსანტებს. 

ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სკოლის პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან, მიუხედავად რთული არჩევანისა, დაასახელა  გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეები. 

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ტკბილეულითა და ფასიანი საჩუქრებით.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, კონცერტი ძალიან ხალისიანი, სანახაობრივი და ემოციებით დატვირთული გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203