მარტუნის საჯარო სკოლაში საშობაო და საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
31-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მარტუნის საჯარო სკოლაში საშობაო და საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. 

საშობაო ღონისძიებას ორგანიზება რუსული ენის მასწავლებელმა რიტა გუკასიანმა გაუწია და  21 დეკემბერს ჩატარდა.

ღონისძიებაში სომხური სექტორის II-VIII კლასების მოწავლეები მონაწილეობდნენ. 

25 დეკემბერს კი სკოლის აღსაზრდელებმა, დამრიგებლების ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ქართულ და სომხურ ენებზე მიმდინარეობდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და მულტფილმების გმირები გააცოცხლეს.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებ თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203