დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ზღაპრის გმირები გააცოცხლეს
31-12-2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, პირველკლასელებმა ზღაპრის გმირები გააცოცხლეს, იცეკვეს, იმღერეს და ჩაეხუტნენ ერთმანეთს. მოსწავლეებს თოვლის პაპაც ესტუმრა. ბავშვებმა საჩუქრები და კანფეტები მიიღეს.

„მაშ, როგორ? ახალი წელი მოდის და რა გაგვაჩუმებდა? ჩემო თბილებო და ტკბილებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ჯანმრთელობა,სიყვარული, სიკეთე, სითბო ნუ მოგიშალოთ ღმერთმა! ოცნებების ახდენის წელი ყოფილიყოს, მრავალჟამიერ!“-ნათქვამია დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203