ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ინიციატივით პროექტი მომზადდა
31-12-2018

„იცოდე შენი უფლებები და იქნები დაცული“ ამ დევიზით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ  „ნიკეს“ ინიციატივით (ხელმძღვანელი მაია არახამია) პროექტი მომზადდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: ფილმის ჩვენება ბავშვის უფლებებზე, დებატები, ნახატების კონკურსი თემაზე: „დავიცვათ ჩვენი უფლებები“, საუბრები ჩატარდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მისი დაცვის სხვადასხვა მექანიზმებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე.

გაიმართა საინტერესო დისკუსია ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების თემაზე.

‍კლუბ „ნიკე“ წევრებმა მოიწვიეს სკოლის დირექტორი იზოლდა ხვიჩავა, რომელსაც მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.

სკოლის დირექტორის უფლება-მოვალეობებზე და პროფესიისადმიდამოკიდებულებებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს მისგან. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.

სკოლის ადმინსიტრაცია უღრმეს მადლობას კლუბ „ნიკეს“ წევრებს, მოსწავლეებ და, სკოლის დირექტორ იზოლდა ხვიჩავას საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203