გოლთეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განახორციელეს
31-12-2018
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, გოლთეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განახორციელეს.

სკოლის აღსაზრდელებმა მასწავლებლებს და მიწვეულ სტუმრებს თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ წინასწარ მომზადებული პრეზენტაციები წარუდგინეს.

„მეთორმეტეკლასელები ორი დღის განმავლობაში გოლთეთის თემთან ურთიერთობდნენ და სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან იღებდნენ ინტერვიუებს. პროექტმა წარმატებით ჩაიარა და ვფიქრობთ გამოხმაურებაც ექნება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203