ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
31-12-2018
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა.

ღონისძიებას ორგანიზება მოსწავლეთა თვითმმართველობამ გაუწია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კარნავალს სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი გიგა ციბაძე ესწრებოდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა წარმოადგინეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.

სკოლის აღსაზრდელებმა მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203