ტობანიერის საჯარო სკოლაში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების შეჯიბრი გაიმართა
31-12-2018
ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, მხიარულთა და საზრიანთა კლუბების შეჯიბრი გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეჯიბრი კლასებს შორის ჩატარდა. მოსწავლეები შეჯიბრში მონდომებით ჩაერთნენ და თავი წარმოაჩინეს. 

პირველი ადგილი დაიკავა XI კლასმა დაიკავა, მეორეზე კი - X კლასის მოსწავლეები გავიდნენ.მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში - საუკეთესო სცენარი, მხატვრული მკითხველი, საუკეთესო სიმღერა, საშინაო დავალება და სხვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203