ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ბიოლოგიის წრის მორიგი შეხვედრა გაიმართა
31-12-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლის ბიოლოგიის წრის „ჩვენ გვიყვარს ბიოლოგია“ რიგით მეექვსე შეხვედრა თემაზე „ეკოსისტემა, მისი კომპონენტები, ეკოსისტემის აბიოტური ფაქტორები“ გაიმართა. 

წრის ხელმძღვანელი დონარ აბულაძე წევრებს აღნიშნული საკითხების შესახებ ესაუბრა, ასევე მოსწავლეებმა პროექტორის საშუალებით წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული სხვადასხვა ინფორმაცია. 

შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.  

„დასასრულს მოსწავლეებმა შეაჯამეს განვლილი საკითხები და სურვილი გამოთქვეს, რომ წრის ფუნქციონირება მეორე სემესტრშიც გაგრძელდეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

შეხვედრის ბოლოს დონარ აბულაძემ მადლობა გადაუხადა წრის მონაწილეებს გაწეული მუშაობისათვის და წარმატებები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203