უჯარმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი „ფიზიკა - საინტერესო და სახალისო“ გაიმართა
31-12-2018
უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო მოვლენა ელოდათ: გაკვეთილების შემდეგ საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებული მოსწავლეები თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენდნენ. 

ეს პროექტი ერთი თვის წინ ფიზიკის უფროს მასწავლებელ ც. მექოშვილთან ერთად მეათეკლასელებმა დაგეგმეს და სხვა კლასების მოსწავლეებიც ჩართეს.

X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტერაქტიული პრეზენტაციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე: „ატომური ერა“, „ფიზიკა ფაქტებში - საინტერესოც და სახალისოც“, „კოსმოსი ჩვენ ირგვლივ“ და „მსოფლიო მიზიდულობა“. 

გარდა ამ პრეზენტაციებისა, მომზადდა შეკითხვების სლაიდშოუ ორ ჯგუფად გაყოფილი მოსწავლეებისათვის (VIII-IX კლასები) და ჩატარდა კონკურსიც, ხოლო ლევან კიბაბიძემ წარმოადგინა მის მიერ დამზადებული ხელსაწყო - „ვენტილიატორი“. 

აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე შეირჩა 3 ნამუშევარი და X კლასის მოსწავლეები თამაზ რევაზიშვილი, ლევან კიბაბიძე და მარიამ ილურიძე დარეგისტრირდნენ „მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალზე“ მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც ატარებს თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ) და ფიზიკის მოყვარულთა კლუბი. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ეს აქტივობა კიდევ ერთი ნაბიჯი იყო მოსწავლეთა მხრიდან საბუნებისმეტყველო საგნებში ცნობიერების ამაღლებასა და მათი შესწავლისადმი მოტივაციის გაძლიერებაში. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203