შავშვების საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
31-12-2018

მიმდინარე წლის 28 დეკემბერს  გორის მუნიციპალიტეტის შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს თანატოლებსა და პედაგოგებს. 

ღონისძიებას გაუძღვნენ წამყვანები, რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაცია „საახალწლო ტრადიციები  საქართველოს კუთხეებში“. 

V კლასის მოსწავლეებმა საახალწლო სპექტაკლი წარმოადგინეს. განსაკუთრებით ლამაზად იყო გაფორმებული ინტერიერის დიზაინი, რომელიც ქმნიდა საახალწლო განწყობას. მოსწავლეებმა ხალხური სიმღერები და  ცეკვები შეასრულეს.  ასევე, თემატური ლექსები წაიკითხეს.

აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, როდესაც სკოლას ესტუმრნენ სანტა და ფიფქია, რომლებმაც მოსწავლეებს გადასცეს სიგელები ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. სანტა და ფიფქიას პროგრამა იყო მოსწავლეების  ასაკზე მორგებული. სანტამ და ფიფქიამ მოსწავლეები არაერთ სახალისო და გასართობ აქტივობაში ჩართეს.

სკოლის  დირექციის ცნობით,  საახალწლო ღონისძიება იყო შთამბეჭდავი, სადაც გამოვლინდა კიდევ ერთხელ მოსწავლეების შემოქმედობითობა და ნიჭიერება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203