აზერბაიჯანელი მოსწავლეების გულითადი მილოცვა სრულიად საქართველოს
03-01-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულიად საქართველოს დამდეგ შობა ახალ- წელს ულოცავენ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა , ამავე სკოლის ქართული ენის მასწავლებლის ხათუნა ჭეშურაშვილის დახმარებით დადგეს სპექტაკლი ქართულ ენაზე ("ზეიმი სხვენში" - რეზო ინანიშვილი).  

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან მანანა ცუცქრიძესთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდა იორმუღანლოს სკოლის დირექტორი ვაგიბ ახმედოვი და სპექტაკლზე საგანგებოდ მიწვეული სტუმარი, საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩენპიონატ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი. 

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად ჩაწერეს საახალწლო ვიდეო მილოცვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203