რუსთავის N9 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა
28-12-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლაში პროექტი: „ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოებისა და დეკორაციების გამოფენა-გაყიდვა“ განხორციელდა. 

პროექტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. 

მოსწავლეები და მასწავლებლები მთელი თვის მანძილზე ემზადებოდნენ გამოფენისთვის. 

გამოფენა-გაყიდვა სკოლის ფოიეში გაიმართა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მათი მშობლები, მანდატურები, პედაგოგები და საერთოდ, თემის წარმომადგენლები. 

შემოსული თანხით პროექტის ორგანიზატორებმა შეიძინეს ტკბილეულობა და საახალწლო საჩუქრები მოსწავლეებისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. 

მოსწავლეებს საჩუქრები კონკურსის „სკოლის გამორჩეული“ ფინალის წინ გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203