თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში საახალწლო კვირეული გაიმართა
28-12-2018
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში საახალწლო კვირეული გაიმართა.

მოსწავლეებმა ღონისძიების პროგრამა კლასის დამრიგებლებთან ერთად მოამზადეს.
ღონისძიების მომზადებაში აქტიურად მონაწილეონდნენ მშობლებიც. სკოლის აღსაზრდელებმა საკლასო ოთახები და სკოლის დარბაზი საახალწლო დეკორაციებით მორთეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა წარმოადგინეს.

„საზეიმო კვირეულმა ხალისიანად ჩაიარა. მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი ერთმანეთს და საზოგადოებას სიმღერებით, ცეკვებით, სკეტჩებით  და ლიტერატურული კომპოზიციებით მიულოცეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

დაწყებითი კლასის მოსწავლეები საახალწლო საჩუქრებით დასაჩუქრდნენ, რომლებიც მათ მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოუგზავნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203