თბილისის N90 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა სემესტრი ორიგინალურად შეაჯამეს
28-12-2018

თბილისის N90 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი: მანანა ბეგიაშვილი) I სემესტრში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესწავლილი მასალა ორიგინალურად შეაჯამეს. 

მათ თოჯინების დახმარებით პატარა სპექტაკლებად წარმოადგინეს შესწავლილი მოთხრობები: „ბეღურა“, „ჩურჩხელები“, „ღიმილი“, „გალიაში იფთირია“ და „ქარბუქუნა“.

მოწვეულ სტუმრებს ძალიან მოეწონათ პატარა მსახიობების „თოჯინების თეატრი“ და მქუხარე ტაშიც არ დაიშურეს ბავშვების გასამხნევებლად. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203