უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო გამართეს
18-12-2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უჯარმის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა. 

ღონისძიებაში V, VI, VIII, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს სტროფები შოთა რუსთაველის უკვდავი პოემიდან, ანა კალანდაძის, გალაქტიონ ტაბიძის და სხვათა ლექსებიდან. 

ასევე, გამოცხადებული იყო კონკურსი, სადაც გამოვლინდა საუკეთესო დეკლამატორი უმცროსების და უფროსების ჯგუფებიდან, რომელთაც სამახსოვრო საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203