სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე პოეტების ბიოგრაფიასა და ლექსებს გაეცნენ
18-12-2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნინოწმინდის საჯარო სკოლის X კლასში კლასის საათი „თანამედროვე პოეზია“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თანამედროვე ქართველ პოეტებზე და მათ შემოქმედებაზე და წარმოადგინეს პრეზენტაცია. მათ ასევე წაიკითხეს თანამედროვე ავტორების ლექსები.

კლასის საათის მიზანი იყო:

მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის გაღრმავება თანამედროვე ქართველ პოეტებზე; 
შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება; 
ისტ-ის გამოყენების დადებითი მხარეების გააზრება ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.

კლასის საათს დამრიგებელი მანანა კუმელაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203