თბილისის კერძო სკოლა „მერმისში“ მათემატიკური კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა
17-12-2018

თბილისის კერძო სკოლა „მერმისში“ მათემატიკური კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, IV კლასის მოსწავლეებმა მათემატიკური დეტალებით დამშვენებული ფორმებით წარმოუდგინეს ერთმანეთს საინტერესო და სახალისო ამბები და მათემატიკური თამაშები.

„პროექტი ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ მხიარულად და ორიგინალურად მიმდინარეობდა. IV კლასის მოსწავლეები „მერმისის“ მათემატიკური კლუბის პირველი წევრები გახდნენ. მათ წარმატებას ვუსურვებთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა თამუნა გოგიშვილმა და კლასის დამრიგებელმა ქეთი ყიფიანმა გაუწია.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203